3X3  კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

3X3  კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

3X3  კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი იწყება.  ტურნირი ტრადიციულად, თბილისის ტურით, 10 ივნისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღებს სტარტს და შემდგომ ქვეყნის სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს.  

დედაქალაქის გარდა გამოვლინდებიან თელავის(14 ივნისი) , ბათუმის(14 ივლისი), ქუთაისის(15 ივლისი) და რუსთავის(18 ივლისი) საუკეთესო გუნდები, რომელებიც ივლისის ბოლოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

 თბილისის ტურში მონაწილეობის  მსურველ გუნდებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე  შეუძლიათ – https://play.fiba3x3.com/events/210590d5-c4fb-42eb-a591-dc012986784b

 

საკონტაქტო პირი: გიგა გურგენიძე 551770033