3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი Scooby-ის გამარჯვებით დასრულდა

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი Scooby-ის გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს ჩემპიონი 3×3 კალათბურთში გუნდი Scooby გახდა. დავით მაისურაძემ, მამუკა ბაზუაშვილმა, დავით დადუნაშვილმა და ბილი ალიევმა 3×3 Geotour 2021-ის ფინალური ეტაპზე ყველა შეხვედრა მოიგეს და საუკეთესო გუნდის ტიტულს დაეპატრონნენ. ჩემპიონობასთან ერთად Scooby-ს წევრებმა ტურნირის საპრიზო ფონდიდან 2500 ლარი მიიღეს, მეორე ადგილზე გასულ “სიმონებს” კი 1000 ლარი ერგოთ.

ფინალურ ეტაპამდე Geotour 2021-ის 4 შესარჩევი ტურნირი გაიმართა. ტრადიციულად, ტურნირები დაგეგმილი იყო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში, თუმცა პანდემიის გამო ყველა მათგანს დედაქალაქმა უმასპინძლა. შესარჩევი ტურნირების შედეგად 12 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, რომლებმა თავი დღეს, ოლიმპიურ სასახლეში მოიყარეს.

A ჯგუფიScooby, Stichi, Air squad
B ჯგუფიBiodrone, Corner shop, სიმონები
C ჯგუფიEasy money, Urban Basket, Ninetales
D ჯგუფიGGG, Bronx, Triplets

გათამაშების ფორმატის თანახმად, თითო ჯგუფიდან ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გავიდა. მეოთხედფინალური შეხვედრებიდან ყველაზე დაძაბული სიმონებისა და Triplets-ის დაპირისპირება გამოდგა, რომელიც მომავალმა ფინალისტმა 18:15 მოიგო. დანარჩენ მატჩებში იოლი გამარჯვებები მოიპოვეს Scooby-მ, GGG-მ და Stichi-მ. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში ერთ-ერთ ფავორიტ Urban Basket-ს 22:17 სძლია, რომელშიც 3×3 კალათბურთში საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ვახტანგ ქადარია თამაშობდა.

ნახევარფინალური ბრძოლები დაძაბული გამოდგა. საბა სირაძის, ანზორ ნადირაძის, ლევან და ნიკა ლოლიშვილების შემადგენლობით “სიმონებმა” დრამატულ ბრძოლაში – 21:20 სძლიეს Stichi-ს, ხოლო Scooby-მ 21:18 აჯობა GGG-ს.

ფინალური მატჩი ტურნირის მშვენება გამოდგა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე “სიმონები” 5 ქულით ამარცხებდნენ Scooby-ს, რომლის წევრებმაც ბოლომდე, შეუპოვრად იბრძოლეს და უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში მეტოქე 1 ქულით – 20:19 დაამარცხეს.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა გუნდებისა და ტურნირის MVP-ის დაჯილდოების ცერემონიალი.

დაჯილდოების ცერემონიალი

II ადგილი

3×3 კალათბურთში 2021 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, GeoTour-ის მე-2 ადგილოსანი გახდა გუნდი „სიმონები“,  რომელსაც შესაბამისი მედლები და სიგელები გადასცა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის  3×3-ზე კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ.  მეორე ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდა ფულადი პრიზით, რომელიც შეადგენს 1000 ლარს.

Iადგილი

ჩემპიონი გუნდი გახდა SCOOBY“,   რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა  პაატა გურასპაულმა  დააჯილდოვა.  ჩემპიონ გუნდს მედლებთან და სიგელებთან ერთად 3×3 კალათბურთში საქართველოს საჩემპიონო თასი და  ფულადი პრიზი – 2500 ლარი გადაეცა.

 საუკეთესო მოთამაშე (MVP)

2021 წლის GeoTour-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა SCOOBY ის წევრი დავით მაისურაძე, რომელიც  სპეციალური პრიზით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.