3×3 კალათბურთში”ზამთრის თასის” მეორე ტური “კუთხის მარკეტმა” მოიგო

3×3 კალათბურთში”ზამთრის თასის” მეორე ტური “კუთხის მარკეტმა” მოიგო

7 თებერვალს ოლიმპიურმა სასახლემ 18-წლამდელთა 3×3 საკალათბურთო ტურნირს – “ზამთრის თასი 2018”-ს უმასპინძლა. ამ ტურნირის პირველი ტური 28 იანვარს ჩატარდა, ახლა კი მისი მეორე ტური გაიმართა და მასში 8 გუნდი მონაწილეობდა: ქორები, U18-Georgia, ვაკის პარკი, west side, TB Cardinals, გივიას ჭაჭა, კუთხის მარკეტი და wow.

გათამაშების ფორმატის თანახმად გუნდები 2 ჯგუფში განაწილდნენ და ითამაშეს ერთი წრე, რის შემდეგაც ადგილები გაინაწილეს და მეოთხედფინალში დაწვილდნენ. ტურნირი პლეი ოფის სისტემით გაგრძელდა და საინტერესო ორთაბრძოლების შემდეგ ფინალში “ქორები” და “კუთხის მარკეტი” გავიდნენ.

ფინალური მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. “ქორების” ღირსებას ოთო პერტაია, საბა გეგუჩაძე, შმაგი ქორჩილავა და გიორგი კვაჭანტირაძე იცავდნენ, ხოლო “კუთხის მარკეტში” ანზორ ნადირაძე, დავით კაკუშაძე, ზურა ჟღენტი და ლუკა მაზიაშვილი გამოდიოდნენ. მარკეტელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და ლუკა მაზიაშვილისა და დავით კაკუშაძის შორი სროლებით 17:7 დაწინაურდნენ. მატჩი მისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე 2 წუთით ადრე შეწყდა. მიზეზი “კუთხის მარკეტის” 21-ამდე ასვლა იყო. მარკეტელებმა 21:11 გაიმარჯვეს და “ზამთრის თასის” მეორე ტურის გამარჯვებულები გახდნენ.

ფინალისტები მედლებით დაჯილდოვდნენ. “კუთხის მარკეტს” საჩემპიონო თასი, ხოლო გუნდის გამთამაშებელ ლუკა მაზიაშვილს – MVP-ის ტიტული კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა. “ზამთრის თასის” მომდევნო ტური 15 თებერვლისთვის დაიგეგმა.

https://play.fiba3x3.com/categories/f7e8707f-0e56-4d81-9f86-f27d170aa4f5/overview