უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს 3X3 კალათბურთის ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტ ესპანეთთან მარცხი განიცადა. ქართველებმა წამყვანი საკალათბურთო ქვეყნის ნაკრებს მატჩის პირველ ნახევარში სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მათ დასამარცხებლად საბოლოოდ ძალები არ ეყოთ.
საქართველოს ნაკრები გამსვლელ, მე-4 ადგილს ინარჩუნებს, თუმცა 6 ივნისი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი დღეა. დღეს გუნდები თითო მატჩს გამართავენ და ჯგუფებში ადგილები განაწილდება. საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო მატჩში, არგენტინასთან გამარჯვება ესაჭიროება. არადა, ქართველების ბედი დიდად იქნება დამოკიდებული პუერტო რიკოსა და ინდონეზიის მატჩზე. თუკი ცენტრალური ამერიკელები მოიგებენ. ჯგუფიდან მე-4 ადგილით გავლენ. ინდონეზიელთა გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსი რეალურია.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს არგენტინასთან 6 ივნისს, თბილისის დროით 16:30 საათზე გამართავს.