3×3 საკალათბურთო სეზონი გაიხსნა. ტრადიციულად, წლის პირველი ტურნირები გაზაფხულის თასის ეგიდით იმართება. 3x3SPRING2025-ის პირველ ტურნირს ვერის ბაღმა უმასპინძლა, რომელშიც ასაკობრივი ცენზი არ იყო დაწესებული და მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რომელიც სარეგისტრაციო პირობებს აკმაყოფილებდა.
ტურნირში სტანდარტულად – 12 გუნდმა გუნდმა მოიყარა თავი, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავიდა. პირველ საპლეიოფო წყვილში გამარჯვება სტუ-ს დარჩა, ხოლო მეორე ფინალისტი “ბუგორი” გახლდათ. ბუგორელების ღირსებას შაკო კოღუაშვილი, ნიკუშა ნინუა, ვაჩე ფარულავა და ლევან შეროზია იცავდნენ, ხოლო ტექნიკოსები ნიკა ეზიაშვილმა, თორნიკე ჯიქიამ, ნიკა გელოვანმა და ზურაბ შერაზადაშვილმა შეადგინეს.
ფინალური მატჩი ვერ გამოდგა საინტერესო და დაძაბული. ბუგორელებმა 21:13 დაამარცხეს ტექნიკოსები და 3x3SPRING2025-ის პირველი ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. საგაზაფხულო სერიების მომდევნო ტურნირი მომავალ კვირაშია დაგეგმილი