3×3 საკალათბურთო ტურნირი – “გალფის თასი”

3×3 საკალათბურთო ტურნირი – “გალფის თასი”

კომპანია „გალფის“ ორგანიზებით და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით 3×3 კალათბურთის ტურნირი „გალფის თასი 2021“ გაიმართა.  ტურნირში სულ 12 გუნდი მონაწილეობდა. ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდა. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის მატჩები, ხოლო მეორე დღეს პლეიოფი და ფინალური მატჩები ჩატარდა.

ტურნირის გამარჯვებული გუნდი Scooby გახდა, მე-2 ადგილზე კი გუნდი Lola  გავიდა.

თამაშებთან ერთად გაიმართა ჩატენვების კონკურსი, რომლის გამარჯვებული გიორგი ჩხეიძე გახდა.  „გალფის თასი 2021“ -ის საუკეთესო მოთამაშედ (MVP)  დავით მაისურაძე დასახელდა.