3×3 Spring 2022-ს ახალი გამარჯვებული ჰყავს. საგაზაფხულო სერიების რიგით მე-4 ტურნირში, რომელიც 18-წლამდელთა შორის ჩატარდა ტატო თაბუაშვილის, ნიკა ქოზაშვილის, ალექსანდრე მაისურაძისა და გიორგი ნასყიდაშვილის “ძინამომ” ფინალში დაძაბული ბრძლა 19:18 მოუგო წინა სერიის გამარჯვებულ Wings-ს (ნიკა ბოსტოღანაშვილი, ვაჩე ფარულავა, ალექსანდრე როდონაია, ირაკლი ახალაია) და საჩემპიონო ტიტულთან ერთად 500-ლარიან ვაუჩერსაც დაეპატრონა.
დამარცხებულ Wings-ს კი 300 ლარი ერგო. შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო სერიები 5 ტურნირისგან შედგება და მისი საპრიზო ფონდი 4 000 ლარს შეადგენს, რომელიც გამარჯვებულ და ფინალისტ გუნდებზე გადანაწილდება.
19 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში გამრთულ ტურნირში ტრადიციულად 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ და 1 წრის შემდეგ გამარჯვებულები ნახევარფინალში გავიდნენ. Wings-მა დაძაბულ ბრძოლაში – 21:19 სძლია “ჰიუნდაის”, ხოლო “ძინამომ” “დელტას” შანსი არ დაუტოვა – 21:9. ფინალური შეხვედრა უდაძაბულესი გამოდგა, რომელიც ძინამოელებმა 1 ქულით – 19:18 იმარჯვეს და 3×3 Spring 2022-ის პირველი ტურნირის მოგებით გაიხარეს.
ორივე გუნდს ფულადი ვაუჩერები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა.