3×3 საკალათბურთო სეზონი აქტიურად გრძელდება. 7 აპრილს დაწყებული 3×3 SpringCup 2022-ის მორიგი ტურნირი 12 აპრილს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ამჯერად ასაკობრივი ზღვარი 18 წელი იყო და ტურნირში ტრადიციულად 12 გუნდი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ 3×3 SpringCup 2022 ჯამსი 5 ტურნირს მოიცავს და მისი საპრიზო ფონდი 4000 ლარს შეადგენს, რომელიც პრიზიორებზე ნაწილდება. გასულმა ტურნირმა საინტერესოდ ჩაიარა და გუნდ Wings-ის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში “ძინამო” 21:12 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის ღირსებას იცავდნენ ირაკლი ახალაია, ნიკა ბოსტოღანაშვილი, ვაჩე ფარულავა და ალექსანდრე როდონაია.
საკმაოდ საინტერესო ჯგუფური ეტაპის თამაშების შემდეგ პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს Wings და Rampage შეხვდნენ. მომავალმა ჩემპიონა მატჩი 21:12 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მას ნახევარფინალში Nets-ის 17:11 მძლეველი “ძინამო” შეხვდა. Wings-მა ფინალში დამაჯერებელი, 9-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა.
Wings-ის წევრებს 500-ლარიანი ვაუჩერი ერგო, ხოლო ფინალში დამარცხებულს 300 ლარიანი ვაუჩერი ერგო. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.