ზამთრის თასის თამაშები გრძელდება. ბოლო 4 დღეში 3x3wintercup2023-ის ფარგლებში მეორე ტურნირი ჩატარდა ვერის ბაღში და ის ამჯერად 18 წლამდელთა შორის იყო. ტრადიციულად 12 გუნდი იბრძოდა გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად, რომელთა შორისაც საუკეთესო გახდა გუნდი სახელწოდებით “7”.
ტურნირის ჩემპიონი გუნდის ღირსებას იცავდნენ – გიორგი ბარათაშვილი, ნიკა კავლელაშვილი, გიორგი ხარძიანი და მურად ხიჯაკაძე. ამ კვარტეტმა დაძაბულ ფინალში 19:16 სძლია Toyota-ს, რომელშიც თამაშობდნენ: გივი ცარციძე, ლუკა სავანელი, მიხეილ ვაჩნაძე და ნიკოლოზ ფუტურიძე.
რაც შეეხება ნახევარფინალებს, Toyota-მ ვინგსს 17:15 მოუგო, მომავალმა ჩემპიონმა 7-მა კი Anonymous-ი დაამარცხა – 15:13.
ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და მისი 3×3 კალათბურთის დეპარტამენტი. გამარჯვებულ გუნდს 700-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, ხოლო დამარცხებულმა 500 ლარი მიიღო.