3x3spring2023-ის საგაზაფხულო თამაშების მორიგი ტურნირი გოგონათა შორის ჩატარდა

3x3spring2023-ის საგაზაფხულო თამაშების მორიგი ტურნირი გოგონათა შორის ჩატარდა

გრძელდება საგაზაფხულო თამაშები 3×3 კალათბურთში, რომლის ორგანიზატორიც საქართევლოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შესაბამისი დეპატრამენტია. 3x3spring2023-ის პირველი ტურნირი 1 კვირის წინ გაიმართა, რომელიც ასაკობრივ კატეგორიაში +18 ჩატარდა. ამჯერად ასპარეზი გოგონებს დაეთმოთ. 

ტურნირი ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ჩატარდა და მონაწილეები ერთ ჯგუფში იყვნენ თავმოყრილნი და ერთ წრედ ითამაშეს, რის შემდეგაც ფინალში 2 საუკეთესო გავიდა: ერთის მხრივ Tbilisi Sky და მისი მეტოქე გუნდი Wariors. პირველი გუნდის ღირსებას ნატალი ჩუტკერაშვილი, ანა ქავთარაძე და თამარ პაპუაშვილი იცავდნენ, ხოლო Warior-ის შემადგენლობაში თიკო ხიდურელმა, ნატალი ქმოსტელმა და მარიამ მუქერიამ ითამაშეს.

გამარჯვება Tbilisi Sky-ს დარჩა, რომელმაც მეტოქეს 21:14 სძლია. გამარჯვებული გუნდი 500-ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა, ხოლო მეორეზე გასულს 300 ლარი ერგო. გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ.

3x3spring2023-ის მორიგი ტურნირი მომავალ კვირაში დაიგეგმა. მთლიანობაში კი 3x3spring2023-ის ფარგლებში 5 ტურნირი გაიმართება.