3x3SPRING2024-ის სერიის მორიგი ტურნირი Scooby-მ მოიგო

3x3SPRING2024-ის სერიის მორიგი ტურნირი Scooby-მ მოიგო

3×3 საკალათბურთო სეზონი გრძელდება. ვერის ბაღში მორიგი ტურნირი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ სეზონის გახსნითი ტურნირი 6 აპრილს ჩატარდა, რომელიც 3x3SPRING2024-ის სერიების ფარგლებში შედიოდა. ამჯერად მორიგი ტურნირი გაიმართა, რომელშიც ასაკობრივი ცენზი 18+ იყო.

ტურნირში სტანდარტულად – 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავიდა: “მუხბემ” Nine Tails-ს 21:17 სძლია, ხოლო Scooby-მ ძალიან დაძაბულ ბრძლაში Space Jam-ი  21:20 დაამარცხა. 

ფინალური მატჩიც გვარიანად დაძაბული გამოდგა. “მუხბეს” ღირსებას ბექა ჯანხოთელი, მისი ძმა ირაკლი, თემო ჭუაძე და ნიკა გოგატიშვილი იცავდნენ, რომლებმაც Scooby-ის დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. საბოლოოდ გამარჯვება დათო დადუნაშვილის, ბილი ალიევის, ირაკლი გლუნჩაძისა და ლუკა ცირეკიძის Scooby-ს დარჩა, რომელმაც ფინალური მატჩი 18:16 მოიგო. 

ფინალისტები კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ და 3×3 ნაკრების მწვრთნელმა, დავით გასიტაშვილმა დააჯილდოვეს. გამარჯვებულებს 900-იანი, ხოლო დამარცხებულებს 700-ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ. 3x3SPRING2024-ის ეგიდით აპრილში კიდევ ერთი ტურნირი ჩატარდება.