გაზაფხულის ფესტივლის პირველი ტური 3×3 კალათბურთში “ვაკის პარკმა” მოიგო

გაზაფხულის ფესტივლის პირველი ტური 3×3 კალათბურთში “ვაკის პარკმა” მოიგო

აქტიურად გრძელდება სეზონი 3×3 კალათბურთში. “ზამთრის თასის” დასრულების შემდეგ სტარტი აიღო საგაზაფხულო ფესტივალმა 18-წლამდელთა შორისო, რომლის პირველ ტურსაც 17 მარტს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

შეჯიბრში თავი მოიყარა შვიდმა გუნდმა, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდა. პირველ ადგილებზე გასულმა გუნდებმა ნახევარფინალის საგზურები პირდაპირ მიიღეს, ხოლო 2-3 ადგილოსნებმა ნახევარფინალში გასასვლელად საკვალიფიკაციო მატჩები გამართეს.

ნახევარფინალში გუნდმა “დედაკმა” LRG-ის დაძაბულ ბრძოლაში – 14:12 მოუგო, ხოლო “ვაკის პარკმა” დამაჯერებლად – 16:9 მოუგო “რეინჯერსს”. ფინალური მატჩი არცთუ დაძაბული გამოდგა. “ვაკის პარკმა” (ნიკა ელიზბარაშვილი, ლევან ბოკერია, სანდრო კვერღელიძე, საბა სოხანეიშვილი) 21:15 დაამარცხა “დედაკი” (ოთარ პერტაია, დათი წერეთელი, კახი კახეთელიძე) და “გაზაფხულის ფესტივალის” პირველი ტურის გამარჯვებული გახდა.

“გაზაფხულის ფესტივალის” მეორე ტური 24 მარტს გაიმართება.