3x3Geotour 2018: რუსთავული ტურით ფინალური ეტაპისთვის გუნდების შერჩვა დასრულდა

3x3Geotour 2018: რუსთავული ტურით ფინალური ეტაპისთვის გუნდების შერჩვა დასრულდა

რუსთავის  ტურით დასრულდა 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაისთვის გუნდების შერჩევა. ტურნირში, რომელიც 18 ივლისს, რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედანზე გაიმართა, 10 გუნდი მონაწილეობდა. 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გახლავთ, ხოლო მხარდაჭერი კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ფინალური ეტაპი 22 ივლისს, “თბილისი მოლში” გაიმართება, მანამდე კი შესარჩევი ტურნირები ჩატარდა თბილისში, ყვარელში, ბათუმში, ქუთაისში და რუსთავში, რის შედეგადაც ფინალურ ტურნირში მონაწილე 12 გუნდი გამოვლინდა. ესენი არიან:

And1, Angry Dolphins, Choiz, FMG, Jumpman, მაკაბი, ბებერი არწივი, ძველი სკოლა, შოვი, Bad Boys, ვაკის პარკი და რუსთავი. ამ უკანასკნელმა ფინალური ეტაპის ბოლო საგზური რუსთავული ტურნირის მოგებით მიიღო. რუსთაველებმა ფინალში საკმაოდ ძლიერი “ბებერი არწივი” დაამარცხეს. 

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მიხეილ ჭოჭუა. მასთან ერთად რუსთავული გუნდის ღირსებას დავით არწივიძე, გუგა პატაშური და ზურა ტაბატაძე იცავდნენ. ფინალისტები და გამარჯვებულები მედლებით კალათბურთის ფედერაციის 3×3 განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.

საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 22 ივლისს, “თბილისი მოლში” 13:00 საათიდან გაიმართება.

https://play.fiba3x3.com/categories/98ea308e-72a5-49c6-99ad-97b8fe3a1000/brackets