GeoTour 2021 – 3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვიდეო-რგოლი

GeoTour 2021 – 3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვიდეო-რგოლი

•3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც GeoTour-ის სახელწოდებითაა ცნობილი, უკვე მეშვიდედ ჩატარდა.

•ტურნირი კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდა. ყველა მონაწილემ წარმოადგინა ან კოვიდსაწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი ცნობა, ან ბოლო 48 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

•მთლიანი ტურნირის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენდა, რომელიც შესარჩევ და ფინალურ ეტაპებზე იყო გადანაწილებული. თითოეული შესარჩევი ტურის გამარჯვებულ გუნდს 300 ლარი გადაეცა.

•ტურნირის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე, მეორე ადგილზე გასული გუნდი – 1000, ხოლო გამარჯვებული გუნდი 2500 ლარით დაჯილდოვდა.

•გრაფიკის თანახმად, დედაქალაქთან ერთად დაგეგმილი იყო შესარჩევი ტურები ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავში, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ისინი თბილისში გაიმართა. მთლიანობაში ჩატარებული 5 შესარჩევი ეტაპიდან ფინალური ტურნირისთვის 12 გუნდი შეირჩა, რომელთაგანაც ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს” სიმონები” და “Scooby” დაუპირისპირდნენ.

•დაძაბულ მატჩში გამარჯვება” Scooby”-მ მოიპოვა, რომელმაც მეტოქე 1 ქულის სხვაობით – 20:19 დაამარცხა.

•მე-2 ადგილზე გასული “სიმონები” და ჩემპიონი “Scooby” ფინალური მატჩის შემდეგ ფულადი პრიზებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და 3X3-ზე კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვეს.

•2021 წლის GeoTour-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა „SCOOBY“- ს წევრი დავით მაისურაძე, რომელსაც სპეციალური პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა. ➥http://gbf.ge/tournament/3×3