3x3Geotour 2022-ის ბათუმის საკვალიფიკაციო ტურნირი “ჭაობმა” მოიგო

3x3Geotour 2022-ის ბათუმის საკვალიფიკაციო ტურნირი “ჭაობმა” მოიგო

დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში – Geotour2022, რომლის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირი ბათუმში, ტრადიცულად, დედაენის ძეგლის მიმდებარედ ჩატარდა. Geotour-ის ფარგლებში შესარჩევი ტურნირები უნდა ჩატარდეს ქუთაისში, რუსთავში, თელავსა და რაღა თქმა უნდა, თბილისში, რომლებიდანაც შესაბამისი კვოტით საუკეთესო გუნდები ფინალური ტურნირის საგზურს მოიპოვებენ. 

ბატუმში გამართული ტურნირი გუნდმა “ჭაობმა” მოიგო, რომელმაც ფინალურ მატჩში ალიკ&co 15:6 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის ღირსებას იცავდნენ ლუკა მახარაძე, კობა ანანიძე, ლევან ტარიელაძე და საბა სალაძე. ტურნირის MVP-ის პრიზი საბა სალაძემ დაიმსახურა, რომელიც საქართველოს 3×3 კალათბურთის 17 წლამდელთა ნაკრების წევრია. “ჭაობმა” ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას დედაქალაქში ეცდება.