ნაკრების ექიმი: ბოლდუინის თამაშს ჩვენს ნაკრებში ევრობასკეტზე საფრთხე არ ემუქრება

ნაკრების ექიმი: ბოლდუინის თამაშს ჩვენს ნაკრებში ევრობასკეტზე საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ტრავმის შემდეგ მოედანს ჯერ ვერ დაუბრუნდა. კამარ ბოლდვინის თამაში გასულ კვირაში იგეგმებოდა, მაგრამ ის ესპანური ბასკონიას შემადგენლობაში არ გამოჩენილა. ბოლდუინის შესახებ მოგვიანებით ბასკონიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ის ბოლომდე მზად არ იყო და კამარის მოედანზე დაბრუნება გადაიდო.

ბოლდუინთან აქტუყრ კავშირზეა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, თორნიკე გოგიჩაიშვილი. მოგეხსენებათ, ივლისის ბოლოს ჩვენი ნაკრების შეკრება იწყება, რომელიც ევრობასკეტისთვის მოემზადება და ბოლდუინის ბედით ყველა, განსაკუთრებით სამედიცინო შტაბი დაინტერესებულია.

მარტში კამარ ბოლდვინმა თამაშის დროს მიიღო დაზიანება მარჯვენა ხელის მტევანზე. კვლევებით დადგინდა, რომ საქმე გვქონდა მარჯვენა ხელის მტევნის მეხუთე თითის პროქსიმალური ფალანგის სახსარშიდა მოტეხილობასთან – საუბრობს თორნიკე გოგიჩაიშვილი – გადაწყდა ქირურგიული ჩარევა და მოხდა მოტეხილი ძვლის შიდა ფიქსაცია ორთოპედიული სამაგრებით. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. კამარ ბოლდვინმა გაიარა რეაბილიტაციის კურსი, რის შემდეგაც, 30 აპრილს მოსცილდა ორთოპედიული ინპლანტები და კამარ ბოლდვინი შეუდგა ვარჯიშს. აღდგენის პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა უკვე ვარჯიშობს გუნდთან ერთად. ბოლო რენტგენოლოგიური კვლევებით შეხორცების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ როგორც კამართან, ისე ბასკონიის ექიმებთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ის ამ სეზონშივე შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. ბოლდუინის თამაშს ჩვენს ნაკრებში ევრობასკეტზე (ამ ტრავმის გამო) საფრთხე არ ემუქრება და ის ძალიან მალე შეძლებს, დაეხმაროს საქართველოს ნაკრებს”.