რიყის პარკში 3X3 ევროპის თასის დასკვნითი ეტაპი გაიმართება

რიყის პარკში 3X3 ევროპის თასის დასკვნითი ეტაპი გაიმართება

დღეს, 8 სექტემბერს, რიყის პარკში 3X3 კალათბურთში ევროპის თასის დასკვნითი ეტაპი გაიმართება. პლეიოფის შეხვედრები 13:55 საათიდან დაიწყება. 

გოგონების ფინალური მატჩი 20:35 საათზე გაიმართება, ხოლო ვაჟთა საჩემპიონო შეხვედრა 21:00 საათიდან დაიწყება. ჩემპიონი და პრიზიორი გუნდების გამოვლენის შემდეგ ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. 

ევროპის თასი ტარდება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის – FIBA-ს ეგიდით. ჩემპიონატს ორგანიზებას უწევს  FIBA-ს 3X3 კალათბურთის დეპარტამენტი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს 3X3 კალათბურთის ფედერაცია და 3X3 კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი.

ღონისძიება ტარდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.