რიყის პარკში მიმდინარე ევროპის თასზე ბიზნესლიგის შექმნა დაანონსდა

რიყის პარკში მიმდინარე ევროპის თასზე ბიზნესლიგის შექმნა დაანონსდა

3×3 კალათბურთის ბიზნეს ლიგა ნოემბერში დაიწყება. საკმაოდ საინტერესო და მოთხოვნადი ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს 3×3 კალათბურთის ფედერაცია იქნება და იგი სტარტს მიმდინარე წლის ნოემბერში აიღებს. ბიზნესლიგა ფიბა-ს ლიცენზირებულ მოედანზე გაიმართება და სეზონის ბოლოს გამოვლინდება საქართველოს საუკეთესო ბიზნესკომპანიის გუნდი.

სადღეისოდ ბიზნესლიგაში მონაწილეობის სურვილი ოთხმა კომპანიამ გამოთქვა და მსურველთა რეგისტრაცია მომავალი ორშაბათიდან დაიწყება. ბიზნესლიგის შექმნა ჩვენს ქვეყანაში 3×3 კალათბურთის პოპულარობამ და სპორტის ამ სახეობის მიმართ საზოგადოების მზარდმა ინტერესმა განაპირობა.

ბიზნესლიგის შექმნა თბილისის რიყის პარკში, ევროპის 3×3 საკალათბურთო თასის მსვლელობისას დაანონსდა.