საქართველოს 3×3 საკალათბურთო ნაკრებმა არგენტინაში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა თურქმენეთის ნაკრებს 20:9 მოუგეს და ჯგუფიდან გასვლის ზღვარზე არიან. 3 ტურის შემდეგ ქართველებს 2 მოგება (იორდანიასთან და თურქმენეთთან) და 1 მარცხი (სლოვენიასთან) აქვთ და ჯგუფის ბოლო მატჩში ჩინეთს ხვდებიან. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავა და მეოთხედფინალში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე ასპარეზობს და 20-გუნდიანი 3×3 საკალათბურთო ტურნირის “ა” ჯგუფშია, სადაც ასევე ასპარეზობენ სლოვენია, ჩინეთი, თურქმენეთი და იორდანია. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. სლოვენია ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს, ხოლო ჩინეთსა და საქართველოს 3 ტურის შემდეგ თითო წაგება აქვთ. სწორედ საქართველოსა და ჩინეთის მატჩში გადაწყდება ჩვენი ჯგუფიდან სლოვენიის შემდეგ გამსვლელი მე-2 გუნდი.
საქართველოსა და ჩინეთის მატჩი თბილისის დროით 19:55 საათზეა დაგეგმილი დ ამისი ყურება შემდეგ ბმულზე შეგეძლებათ:
https://www.olympicchannel.com/en/youth-olympic-games-2018/live/pool-play-day-7-3×3-basketball-buenos-aires-2018-yog/