საქართველოს 18 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრები მონღოლთში გაემგზავრა, რასაც მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ამ ასაკში პლანეტის უმთავრეს 3×3 საკალათბურთო ტურნირს მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი 3-დან 7 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.
ქართულ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის ესაა ზედიზედ მე-4 მსოფლიო პირველობა. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მუნდიალზე 2015, 2016 და 2017 წლებში იასპარეზა, ხოლო 2018 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ამ წელს მსოფლიოს პირველობა ჩაანაცვლა.
მონღოლეთში ვაჟთა და გოგონათა მსოფლიოს 20-20 საუკეთესო ნაკრები მოიყრის თავს. ვაჟთა ჩემპიონატში მონაწილე 20 ნაკრები 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველო ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა აშშ-ს, ლატვიის, ბელარუსის და მასპინძელ მონღოლეთის ნაკრებებთან. ამერიკის ნაკრების სიძლერეზე საუბარი ზედმეტია, ხოლო მონღოლეთის ნაკრები 2017 წლის აზიის თასის გამარჯვებულია.
საქართველოს ნაკრების ღირსებას მონღოლეთში დაიცავენ: ნიკა ნიკოლაიშვილი (ორბი), ირაკლი სულხანიშვილი (აკადემია), ვლადიმერ თავაქარაშვილი (დინამო) და ლაშა მიქელაძე (აკადემია).
ისევე როგორც წინა წლებში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მონაწილეები რეიტინგით შეირჩა. 3×3 კალათბურთში მსოფლიო რეიტინგსიაში საქართველოს ფედერაცია ამჯერადაც 20-ეულშია და ჩვენს ნაკრებსაც პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვან შეჯიბრში ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეოთხედ მიეცა.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალში გასვლა გახლავთ. ჩვენმა გუნდმა 2016 წელს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ასპარეზობისას მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდს შორის მოახერხა მოხვედრა.
მიმდინარე წლის 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია სათამაშო დღეების მიხედვით ქვემოთ წარმოდგენილ FIBA 3×3-ის Youtube-ის არხზე განხორციელდება.