ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირი საქართველოს 3×3 კალათბურთელთა კაცთა ნაკრებისთვის წარუმატებლად დასრულდა. ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრა დათმო და ტურნირში ასპარეზობა დაასრულა.
ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ჩეხეთი და საბერძნეთი გახლდნენ, პლეი ოფში კი 2 საუკეთესო გადიოდა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ილია ლონდარიძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, გიორგი კორსანტია, ლევან გოგიჩაიშვილი იცავენ. პირველი შეხვედრა ქართველებმა ჩეხეთთან 14:21 დათმეს, მეორე მატჩში საბერძნეთთან დაძაბულ ბრძოლაში 17:22 წააგეს და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდნენ.
რაც შეეხებათ ქალთა ნაკრებს, ანა ქავთარაძე, კესო ბარბაქაძე, ეკატერინე წივწივაძე და თამარ პაპუაშვილი დღეს ჯგუფის დარჩენილ 2 შეხვედრას ჩაატარებენ თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებებთან. ჩვენმა ნაკრებმა გუშინ 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით – 15:21 დათმო ჩეხეთისა და ლატვიის ნაკრებებთან.
საქართველოს ქალთა ნაკრები თბილისის დროით თურქეთს 14:15 საათზე, ხოლო უნგრეთს 18:55 საათზე დაუპირისპირდება. მატჩების ყურება წარმოდგენილ Youtube-ის არხზე შეგიძლიათ