Tbilisi Challenge 2022: 3×3 საკალათბურთო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

Tbilisi Challenge 2022: 3×3 საკალათბურთო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

პარასკევს, 10 ივნისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 3×3 კალათბურთში ტრადიციულად ქცეული ტურნირი – Tbilisi Challange გაიმართება. ტურნირი თბილისის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭრით ტარდება. აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად, ზაფხულში იმართება და ამჯერად ის მეათედ ჩატარდება. Tbilisi Challange 2022 გახლავთ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ტურნირი და გამარჯვებული აგვისტოში საზღვარგარეთ, საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. თბილისური ტურნირის საპრიზო ფონდია 3000 ლარი, რომელიც ჩემპიონზე და ტურნირის თანმხლებ კონკურსების გამარჯვებულებზე გადანაწილდება.

Tbilisi Challange 2022-ის მონაწილე გუნდების რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის კალათბურთის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე: facebook.com/TbilisiBasket  

გაითვალისწინეთ რომ ტურნირის სტატუსი პროფესიონალურია და მათ, ვისაც გსურთ დარეგისტრირება, გთხოვთ, ფეისბუქის გვერდის Inbox-ში მოგვწეროთ გუნდის დასახელება და შემადგენლობა (მოთამაშეების სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი).