Tbilisi Challenger 2018: 3×3 საკალათბურთო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

Tbilisi Challenger 2018: 3×3 საკალათბურთო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის კალათბურთის ფედერაციის ეგიდით 9 ივნისს, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ტურნირი გაიმართება 3X3 კალათბურთში. ტურნირის მხარდამჭერია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. Tbilisi Challanger ტრადიციული ტურნირია წლეულს მეექვსედ ჩატარდება. გამარჯვებულისთვის და პრიზიორთათვის დაწესებულია სოლიდური პრიზები. Tbilisi Challenger 2018-ის საპრიზო ფონდი 4000 ლარით განისაზღვრება. მისი გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ლატვიაში, წარმომადგენლობით ტურნირ Ghetto Basket Ventspils Challenger 2018-ზე, რომლის საპრიზო ფონდიც 20 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. 

Tbilisi Challenger 2018-ში მონაწილეთათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო თბილისის კალათბურთის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/TbilisiBasket/