2012 წლის დუდუ დადიანის მემორიალი 12 ოქტომბრიდან იწყება

2012 წლის დუდუ დადიანის მემორიალი 12 ოქტომბრიდან იწყება

 2012-2013 წლების საკალათბურთო სეზონი
ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება. 

ცნობილი ქართველი კალათბურთელისა და ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის
ხსოვნის ტურნირი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტს 12 ოქტომბერს აიღებს და
16 ოქტომბერამდე გაგრძელდება. წლევანდელ მემორიალში 7 გუნდი ( არმია, ქუთაისი, თსუ, რუსთავი, სტუ,
შსს აკადემია და ოლიმპი)  მიიღებს მონაწილეობას,
რომლებიც 2 ჯგუფში
სუპერლიგის გასული სეზონის ჩემპიონატის შედეგების შესაბამისად გადანაწილდა.

დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირის ყველა ფინალი

 2002   დინამო 95:63 თსუ

2003   სტუ–ჯეოსელი 87:76 დინამო

2004   სტუ–ჯეოსელი 111:102 დინამო

2005   ავიამშენი 88:77 თსუ–ნიკორა

2006   ენერჯი–ინვესტი 85:69 ავიამშენი

2007   ენერჯი–ინვესტი 88:66 ვითა

2008   ენერჯი–ინვესტი 101:73 სასოფლო

2009  ენერჯი 91:69 თსუ

2010  ენერჯი–ინვესტი 72:60 შსს

2011   შსს 75:93 ქუთაისი