ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი 20-22 ოქტომბერს, რუსთავში გაიმართება. დადიანის მემორიალი ტრადიციულია და ის 2002 წლიდან, ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე იმართება.
ტურნირში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და წლეულს მასში 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: „რუსთავი“, „ოლიმპი“, „სოხუმი“ და „დინამო“. დადიანის მემორიალის მე-13 გათამაშება განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. პირველად, აღნიშნული ტურნირის ისტორიაში გამარჯვებული საფინალო მატჩის გარეშე გამოვლინდება.
4 გუნდი ერთ ჯგუფშია თავმოყრილი და ჩემპიონობას ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც 1 წრის შემდეგ პირველ ადგილზე იქნება. ანუ ტურნირის ფარგლებში მთლიანობაში 6 მატჩი ჩატარდება.
დუდუ დადიანის გარდამავალი თასის მოქმედი მფლობელი კლუბი „სოხუმია“, რომელმაც გასული წლის გათამაშების ფინალში „არმია“ დაამარცხა. 2014 წლის დუდუ დადიანის მემორიალი რუსთავში, კონკრეტულად კი სპორტსკოლის დარბაზში გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.
დუდუ დადიანის მემორიალის ყველა გათამაშება