დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღე

დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღე

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა 2012 წლის დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღე, რომლის დასკვნით მატჩიც არმიის გუნდმა
,,ქუთაისი“ სოლიდური ანგარიშით- 85:72 დაამარცხა.

 არმიელებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი სხვაობით, 47:36 გავიდნენ. მესამე მეოთხედში ქუთაისელები აქტიურად ათამაშდნენ, თუმცა ,,არმიის“ კალათბურთელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს და  წინ  60:45 გავიდნენ.  დასკვნით მეოთხედში ქუთაისელებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და მარცხი განიცადეს.

 მოგებულებს 19 ქულით კურტის მილიჯმა ულიდერა, ხოლო 10-10  ქულა ვლადიმერ ბოისასა და ლაშა ფარღალავას ანგარიშზეა.  ,,ქუთაისის“ შემადგენლობაში  გამოირჩა რიჩარდ
მათიაშვილი, რომელმაც ,,იმერლებს” 29 ქულა შესძინა.

  შეგახსენებთ, რომ დღეს აკადემიის დარბაზში დუდუ დადიანის მემორიალის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა.

 შსს აკადემია დღეს პირველად ჩაება მემორიალში და  ტექნიკური უნივერსიტეტი უშანსოდ 95:61 დაამარცხა . ,,ძალოვნებს“  25 ქულა ახალწვეულმა ლეგიონერმა დეონტა ვონმა შესძინა,
ხოლო სტუ-ს 15 ქულა გიგა კვეტენაძემ მოუტანა.

 რაც შეეხება ,,რუსთავისა“ და თსუ-ს დაპირისპირებას, ,,ქვემოქართლელებმა“ დამაჯერებლად, 79:61 დაამარცხეს
სტუდენტები.  რუსთავის გუნდში 18 ქულით ნეიდ ბოუი გამოირჩა, ხოლო 11 მოხსნითა და 9 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა ჟულივეტ ტუჯანს დააკლდა. თსუ-ს შემადგენლობაში თავი ვახტანგ  ჩქარეულმა გამოიჩინა, რომლის ანგარიშზეც 20 ქულაა.