გარდაიცვალა დიდი ქართველი კალათბურთელი – ამირან სხიერელი

გარდაიცვალა დიდი ქართველი კალათბურთელი – ამირან სხიერელი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა დიდი ქართველი კალათბურთელი, ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, “დინამოს” შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საერთაშორისო კლასის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი, ამირან სხიერელი.  ფედერაცია თანაუგრძნობს ოჯახს და სრულიად სპორტულ საზოგადოებას. 

პანაშვიდი: კვირა, ორშაბათი. თბილისი, აკაკი გახოკიძის ქუჩა #8/10

გამოსვენება სამშაბათს, 21 მაისს, ოლიმპიური სასახლიდან, 14:00 საათზე.

ამირან სხიერელი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1963 წელს.

თბილისის “დინამოს” და სსრკ ნაკრების წევრი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში (1962); იყო თბილისის “დინამოს” კაპიტანი. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა თბილისის “დინამოს”.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 – საკავშირო პირველობა, ვერცხლის მედალი
  • 1969 – თასების თასის ფინალისტი
  • 1968 – საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1965 – საკავშირო პირველობა, ბრინჯაოს მედალი
  • 1965 – ევროპის ჩემპიონი (სსრკ ნაკრებთან ერთად)
  • 1962 – წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი
  • 1962 – საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • ღირსების ორდენი