მამუკელაშვილის 11 ქულა, 7 მოხსნა და დასანანი მარცხი სენტ ლუისთან

მამუკელაშვილის 11 ქულა, 7 მოხსნა და დასანანი მარცხი სენტ ლუისთან

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” შარშანდელივით ვერ ყოჩაღობს. “მეკობრეებმა” უკვე მეორე მატჩი წააგეს, თუმცა ქართველი ლეგიონერი საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს. მამუკელაშვილის გუნდმა მორიგი მატჩი “სენტ ლუისთან” გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში 64:66 წააგეს.

მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:40 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. სანდრომ 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

“სეთონ ჰოლს” მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს, “გრან კანიონთან” გამართავს.