ოვიედოს ტურნირის ფინალში შენგელიას ბასკონია რეალთან დამარცხდა

ოვიედოს ტურნირის ფინალში შენგელიას ბასკონია რეალთან დამარცხდა

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ტიტულის გარეშე დარჩა. ოვიედოს საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ფინალში ბასკონიელები მადრიდის “რეალს” შეხვდნენ და 6 ქულით – 66:72 დამარცხდნენ.

“ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა მხოლოდ  16:12 წუთი ითამაშა, რისი მიზეზიც 5 პერსონალური შენიშვნის ნაადრევად მიღება გახლდათ. თორნიკემ “სამეფო კლუბს” 12 ქულა ჩაუგდო. ანალოგიური მონაგარი ჰქონდათ შილდსს და გონსალესს. მის ანგარიშზე 4 ქულა და 2 ასისტი.

+- მონაცემით შენგელიას საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბასკურ კლუბში +20. სანამ მოედანზე თორნიკე იყო, ბასკონია რეალს ამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით დამარცხდა.