ფაჩულიას წარმატებული დებიუტი “დეტროიტში”

ფაჩულიას წარმატებული დებიუტი “დეტროიტში”

“დეტროიტ პისტონსში” ზაზა ფაჩულიას ოფიციალური დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა სეზონის გახსნის მატჩში “ბრუკლინის” წინააღმდეგ ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. დეტროიტელებმა შეხვედრა დააბულ ბრძოლაში – 103:100 მოიგეს. 

ფაჩულია სათადარიგო იყო. ცენტრის პოზიციაზე უმეტესი დრო – 32 წუთი ანდრე დრამონდმა გაატარა, რომელმაც 24 ქულით და 20 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველ ცენტრს თამაშმა 15 წუთით მოუწია, რა დროშიც ის საკმაოდ პროდუქტული იყო და 6 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. 

ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაჯარგა და 5-ჯერ დაჯარიმდა. დეტროიტელებს გამარჯვებაში ბლეიკ გრიფინი 26 ქულით, ხოლო რეჯი ჯექსონი 19 ქულით დაეხმარა.

მომდევნო მატჩი დეტროიტელებს 21 ოქტომბერს, ჩიკაგოში “ბულსთან” ელით.