დუდუ დადიანის მემორიალს ახალი გამარჯვებული ჰყავს. არსებობის მანძილზე “სოხუმმა” პირველი ტიტული – დუდუ დადიანის თასი მოიგო.
ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა დადიანის თასისთვის ფინალური შეხვედრა უპრობლემოდ მოუგო მის მოქმედ მფლობელ “არმიას” – 84:57.
მატჩის ბედი პირველი მეოთხედის შემდეგ გადაწყვეტილი იყო. სოხუმელებმა საწყისი მეოთხედი 27:6 მოუგო “არმიას” და როცა მეორე მეოთხედშიც ვითარება არ შეიცვალა, ცხადი გახდა, რომ დადიანის თასს ახალი მფლობელი ეყოლებოდა.
სოხუმელებმა მიმდინარე სეზონში კარგი გუნდი შეკრეს. უკანახაზში 2 ლეგიონერი – პეტერ ივანიჩი და დადიანის მემორიალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ჯოშუა ჯექსონი ჰყავთ, ვახტანგ ქადარია, ბექა ბექაური და ნიკა მეტრეველი ფარქვეშ დიდ ძალას წარმოადგენენ, პერიმეტრიდან კი ირაკლი ჩლაიძე, გრიგოლ შვანგირაძე და რატი ბააკაშვილი მეტოქეს მოსვენებას არ აძლევენ. ამ მოთამაშეებმა დღეს “არმიას” ისე მოუგეს, რომ წარმატების მცირე შანსიც არ მიუციათ.
დიდი შესვენებისთვის სოხუმელთა უპირატესობა 29 ქულამდე გაიზარდა, ხოლო მესამე პერიოდში 30-ს გადააჭარბა. თამაში ისე ჩამთავრდა, სხვაობა 25 ქულას არ ჩამოსცილებია. კვარაცხელიას გუნდმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და თავის ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო.
გამარჯვებულთა შორის საუკეთესონი ჯოშუა ჯექსონი (16 ქულა, 5 პასი) და ვახტანგ ქადარია (16 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი) გახდნენ. ირაკლი ჩლაიძემ 15 ქულა მოაგროვა, ხოლო ნიკა მეტრეველი მატჩის ერთადერთი დუბლის ავტორი გახდა – 11 ქულა, 10 მოხსნა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ სოხუმელთა ამერიკელი უკანახაზელი ჯოშუა ჯექსონი დასახელდა, რომელსაც საგანგებო პრიზი დუდუს ძმისშვილებმა – ნიტა და სანდრო დადიანებმა გადასცეს. ნიტა და სანდრომ დააჯილდოვეს დადიანის თასით სოხუმელთა კაპიტანი ირაკლი ჩლაიძეც.
სოხუმი – არმია 84:57
გთავაზობთ დუდუ დადიანის მემორიალის აქამდე გამართულ ყველა ფინალის შედეგებს: