სუპერლიგის ბრინჯაოს მედლებისთვის რუსთავი და მგზავრები შეხვდებიან

სუპერლიგის ბრინჯაოს მედლებისთვის რუსთავი და მგზავრები შეხვდებიან

სუპერლიგაში გადამწყვეტი მატჩები მიმდინარეობს. ფინალური სერიის ორი მატჩი ქუთაისში ჩატარდა და სანამ “დინამო” და “ქუთაისი” მორიგ  მატჩებს თბილისში გამართავენ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სუპერლიგის ბრინჯაოსმედალოსანი გამოვლინდება.

ბრინჯაოს მედლებისთვის ერთმანეთს შეხვდებიან ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები – “რუსთავი” და “მგზავრები”. ქვემოქართლელებმა ნახევარფინალური სერია “ქუთაისთან” დაძაბულ ბრძოლაში წააგეს. ფინალისტის გარკვევას 5 მატჩი დასჭირდა. ქუთაისელებმა შინ გამართული გადამწყვეტი მატჩი მოიგეს და საერთო ანგარიშით – 3:2 იმარჯვეს. “მგზავრებმა” კი “დინამოსთან” ნახევარფინალური სერია 1:3 წააგო და  არსებობის ისტორიაში პირველად იბრძოლებს ბრინჯაოსთვის.

მესამე ადგილისთვის მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვალ, 26 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.