საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალში გასულ “ცხუმ-აფხაზეთს” რეგიონის გუნდები – “რუსთავი” და “ქუთაისი” შეუერთდნენ.
რაც შეეხება რეგიონებში გამართულ სათასო მატჩებს, ქუთაისშიც და რუსთავშიც საკმაოდ საინტერესო ბრძოლები გაიმართა. “დინამოს” თბილისში სერიის პირველი მატჩი 4 ქულით ჰქონდა წაგებული და ქუთაისში, საპასუხო შეხვედრაში ამაზე მეტსაც იგებდა, თუმცა საბოლოოდ სასურველი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 3 ქულით – 98:101 (სტატისტიკა) დამარცხდა.
ქუთაისი ოთხთა ფინალში გავიდა და ნახევარფინალში “ცხუმ-აფხაზეთს” შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ოთხთა ფინალის ეგიდით, ნახევარფინალები და ფინალიც ერთმატჩიანი იქნება.
რაც შეეხება რუსთაველებს, ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს სერიის პირველი შეხვედრა 8 ქულით ჰქონდა მოგებული და დღეს, საპასუხო მატჩშიც დამაჯერებლად იგებდა. მესამე პერიოდის მე-3 წუთზე ქვემოქართლელები 20 ქულით (58:38) ლიდერობდნენ, თუმცა მომდევნო 6-წუთიანი მონაკვეთი 0:23 წააგეს და 58:61 ჩამორჩნენ.
მასპინძელთა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ წუთშესვენება არ აიღო, მესამე პერიოდის დარჩენილი 1 წუთი ჩაამთავრა და ბოლო ათწუთეულიდან რუსთაველებმა ხელახალი ძალებით შეუტიეს და თამაშიც მანამდელ, სათავისო კალაპოტს დაუბრუნეს. საბოლოოდ ქვემოქართლელებმა 88:81 (სტატისტიკა) მოიგეს და თასის გათამაშების ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვეს.