ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში „ქუთაისი“ და „არენა“ დაუპირისპირდებიან

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში „ქუთაისი“ და „არენა“ დაუპირისპირდებიან

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში „ქუთაისი“ და „არენა“ დაუპირისპირდებიან. ტურნირის ბოლო ტურში გამართულ მატჩებში ამ გუნდებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს და ტიტულისთვის ერთმანეთს 18 იანვარს, ქუთაისისსპორტის სასახლეში, 14:00 საათზე შეხვდებიან.

სოხუმი – წყალტუბო  109:97

მატჩის პირველი პერიოდი წყალტუბოელთა გამარჯვებით – 27:20 დასრულა, თუმცა ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა „სოხუმმა“ ჩამორჩენა მეორე მეოთხედშივე აღმოფხვრა და დაწინაურდა კიდეც – 55:48. ამის შემდეგ სოხუმელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ – 109:97. „სოხუმში“ გამორჩეული შედეგი დააფიქსირა ოთო ბულიავამ, რომელმაც 42 ქულა დააგროვა. 21 ქულა და 7 პასი კოკა ტომარაძის ანგარიშზეა. „წყალტუბოში“ 34 ქულით საუკეთესო იყო ტრავანტე უილიამსი, დიმიტრი სვირიდოვის ანგარიშზე კი 19 ქულა და 22 მოხსნა დაგროვდა.

მგზავრები – არენა  84:87

ამ მატჩში გადაწყდა ჯგუფიდან გამსვლელის ბედი. „მგზავრებს“ წინა 2 შეხვედრა მოგებული ჰქონდათ და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადიოდნენ. „არენას“ კი აქტივში თითო მოგებ-წაგება ჰქონდა და ამ მატჩის მინიმუმ 3 ქულით მოგება უნდოდა, ჯგუფიდან რომ გასულიყო. ასეც მოხდა – არენელებმა ზუსტად 3 ქულით მოიგეს და ჯგუფში პირველობა გაინაღდეს. მომდევნო მატჩში „კაკტუსმა“ „რუსთავი“ დაამარცხა და სამმა გუნდმა – რუსთავმა, კაკტუსმა და არენამ თანაბარი ქულები დააგროვეს. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა „არენას“ მიენიჭა, რომელიც ფინალში გავიდა. გამარჯვებულებს 25 ქულით ფილიპ ალესისმა ულიდერა 20 ქულა და 9 პასი დააგროვა როდერნიუს ლუისმა, ხოლო ალექსანდრ რიხლიუკის ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. „მგზავრებში“ 27 ქულით კაშიმ რენსომი გამოირჩა.

კაკტუსი – რუსთავი  74:70

ამ გუნდებისთვის ფინალში გასასვლელი გზა მოჭრილი იყო. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ვერც „რუსთავი“ და ვერც „კაკტუსი“ ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გადიოდა. შეხვედრა კაკტუსელთა გამარჯვებით – 74:70 დასრულდა, რაშიც ლომის წილი  – 16 ქულა და 15 მოხსნა – ტრენტონ ბრიჯმენს მიუძღვის.  14 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა ჯონ ფლოვიესმა. რუსთაველთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო რეზო ჩაჩანიძე.

სეუ – ქუთაისი  61:84

პირველი პერიოდი სეუ-ს გუნდმა 21:12 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 7 ქულით მაინც ლიდერობდა. მესამე მეოთხედი აღმოჩნდა საკვანძო, რომელიც მასპინძლებმა 27:9 მოიგეს და თამაშის ბოლომდე გლიდერობით მისვლა აღარ გასჭირვებიათ. საბოლოოდ მასპინძლებმა 23 ქულით იმარჯვეს და ფინალის საგზური გაინაღდეს.
გამარჯვებულთაგან 27 ქულით აკაკი ლომოური გამოირჩა, ხოლო 17 ქულა გოგა ცეკვავას ანგარიშზეა. სეუ-ში 17-17 ქულით საუკეთესონი რიჩარდ მათიაშვილი და ჯამალ უილსონი გახდნენ.
ასე და ამგვარად, ზურად საკანდელიძისა და მიხეილ ქორქის მემორიალური ტურნირის ფინალ 18 იანვარს, 14:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.