18-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში პლეი ოფი დაიწყო. გათამაშების ფორმატის მიხედვით ჯგუფური ეტაპის შემდეგ საპრიზო ადგილებისა და A ლიგის საგზურებისთვის ბრძოლას 16 საუკეთესო აგრძელებს. ტურნირში სულ 24 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი და 2 წრის შემდეგ პლეი ოფში თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გავიდა (იხილეთ წარმოდგენილი ცხრილი).
16 საუკეთესო გუნდი მერვედფინალში ჯვარედინად დაწყვილდა. პლეი ოფის ყველა სტადიაზე სერიები ორმატჩიანი იქნება. ეს ნიშნავს, რომ სერიაში თითო მოგების მოპოვების შემთხვევაში უპირატესობა ბურთების შეფარდებას მიენიჭება.
პირველი მატჩები 11 ივნისს გაიმართა, ხოლო 12-ში ერთ წყვილში მეორე მატჩიც გაიმართა და პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა. ეს გახლავთ აჭარის ნაკრები, რომელმაც მერვედფინალური სერიის ორივე მატჩი მოუგო ორბი 2-ს. დანარჩენი 7 წყვილიდან 7 მატჩი 13 ივნისს, ხოლო ერთი შეხვედრა 14-ში გაიმართება.
თამაშების შედეგებს გაეცანით ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში, წარმოდგენილ ბმულზე: https://tinyurl.com/3xdww6wf