ქუთაისსში ლიდერმა იოლად იმარჯვა

ქუთაისსში ლიდერმა იოლად იმარჯვა

ერთი მატჩი გასულ კვირაში ქუთაისში გაიმართა, რომელსაც ის ინტრიგა ახლდა, რომ მოახერხებდნენ თუ არა იმერლები ჩემპიონატში პირველი გამარჯვების მოპოვებას. მასპინძლების მეტოქე მოქმედი ჩემპიონი „რუსთავი“ იყო და ნაკლებად სავარაუდო იყი, რომ ქუთათურები იმარჯვებდნენ.შეხვედრა ქუთაისის კოხტა და კომფორტულ სპორტის სასახლეში გაიმართა. მასპინძლებმა ინერციით, საკუთარი გულშემატკივართა მხარდაჭერის დახმარებით პირველი მეოთხედი არ დათმეს, ხოლო მეორეში რუსთაველებმა გაილაღეს და სოლიდურ უპირატესობას დაეპატრონენ. ეს მათი უკანახაზელის, ლევან ხმელიძისა და მეფარე აკაკი დვალიშვილის დამსახურება გახლდათ. პირველი პერიმეტრიდან სეტყვავდა ქუთაისელთა კალათს, ხოლო მეორე ფარქვეშ ბატონობდა. მესამე მეოთხედში მასპინძლებმა მოინდომეს და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ რუსთაველთა დროებითი ჩავარდნა დროებითი აღმჩნდა და გადამწყვეტ ათწუთეულში სტუმრებმა ყველაფერი სატავისოდ გადაწყვიტეს.