გორდონ ჰერბერტმა ცსკა დაამარცხა!

გორდონ ჰერბერტმა ცსკა დაამარცხა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზმა” ევროლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ტურნირის მთავარი ფავორიტი, მოქმედი ჩემპიონი ცსკა 73:67 დაამარცხა.ჰერბერტის გუნდმა მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა ბოლო მეოთხედში მიაყენა, როდესაც 10 წუთი 21:8 მოიგო. ამ გამარჯვების მერე “პო-ორტეზს” 2 მოგება აქვს. “პოს” რიგებში 18 ქულით ყველაზე შედეგიანი ბრიტონ ჯონსენი იყო.