ინტერვიუ გიორგი ნიკოლაძესთან

ინტერვიუ გიორგი ნიკოლაძესთან

გიორგი ნიკოლაძე
დაიბადა: 1978.15.04.კლუბი: თბილავიამშენი.აპლუა: მცველი.სიმაღლე: 188 სმ.წონა: 78 კგ.კლუბები: თსუ (1994-95), სდასუ (1995-96), დინამო (1996-97), თსუ (1997-98), დინამო (1998-2000), ბასკო (2000-01), თსუ (2001-02), ბასკო (2002-03), სტუ (2003-04), თბილავიამშენი (2004-დღემდე).პირველი მწვრთნელი: გურამ მეგრელაძე.ჰობი: ცურვა, კითხვა, ინტერნეტი.

სტატისტიკა სუპერლიგა 2007/08-ში:
ქულა – 19.1მოხსნა – 3.4პასი – 3.6ჩაჭრა – 0.95დაფარება – 0.23
– გიორგი, წლევანდელი სეზონი შენს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა. იხსენებ ამაზე წარმატებულ სეზონს?- კარგი სეზონი მქონდა სტუ-შიც, თუმცა სტატისტიკიდან გამომდინარე, წლევანდელი სეზონი მართლაც გამორჩეულია. მთავარი მაინც გუნდის წარმატებაა და ჩემი სტატისტიკაც “თბილავიამშენს” წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს.- გუნდმა ძალიან ცუდად დაიწყო რეგულარული. რა იყო ამის მიზეზი?- პირველ რიგში, თავისთავად შეუთამაშებლობა და ამასთან ერთად, გუნდის ლიდერების ცუდ ფორმაში ყოფნა. ჩვენს გუნდში ბევრი რამ კოტე ტუღუშზეა დამოკიდებული და თავიდან კოტეს თამაში რომ არ წაუვიდა, ეს გუნდის გამოსვლაზეც აისახა. ასევე, ირაკლი ხოშტარიაც ვერ იყო ფორმაში, რისი მიზეზიც ირაკლის რამდენიმე ტრავმა იყო.- როგორ გგონია, კოტე და ირაკლი ახლა საუკეთესო კონდიციებში იმყოფებიან?- ხოშტარია ალბათ, ახლოსაა საუკეთესო ფორმასთან, ტუღუშს კი, თამაშის გაუმჯობესების მიუხედავად, მაინც ბევრი უკლია საუკეთესო ფორმამდე.- “თბილავიამშენს” სუპერლიგის მონაწილეთა შორის, ალბათ,  ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს.- ჩემი აზრით, ერთ-ერთი კი არა, საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს. მგონი, ეს ჩვენი თამაშიდანაც ჩანს. – ზედიზედ ორი ტურნირის მოგების შემდეგ გუნდის მიზანი კვლავაც ჩემპიონობაა?- თავისთავად, მადა ჭამაში მოდის. საკუთარი თავის დიდი რწმენა გვაქვს და გვჯერა, რომ ამ შემადგენლობით ჩემპიონობას მოვიპოვებთ.- დაგვეთანხმე, რომ ქორქია/საკადელიძის მემორიალსა და საქართველოს თასზე თქვენს მთავარ კონკურენტს, “ენერჯი ინვესტს”, გიორგი გამყრელიძის სახით დიდი ძალა დააკლდა.- გიორგი ამ გუნდის საუკეთესო მოთამაშე და ჩემი აზრით, სუპერლიგის საუკეთესო უკანახაზელიცაა. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რა მოხდებოდა, გამყრელიძეს რომ ეთამაშა, მაგრამ ჩვენ ჩემპიონობის შანსები მაინც გვექნებოდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსთაველები მეტწილად სწორედ გამყრელიძეზე არიან დამოკიდებულნი.- გიორგი, არც შენ და არც კოტე ნომინალური გამთამაშებლები არ ხართ. თქვენს გუნდს, პრაქტიკულად ფლეიმეიქერის გარეშე უწევს თამაში.- მეც და კოტეც უფრო მსროლელები ვართ, თუმცა მგონია, რომ კოტე მაინც კარგად ართმევს თავს გამთამაშებლობას. ეს მის სტატისტიკაზეც აისახება. ხანდახან მეც მიწევს პირველ ნომერზე ყოფნა, თუმცა ძირითადად ფლეიმეიქერი კოტეა, ვისთანაც საერთო ენა დიდი ხნის წინ გამოვნახე. – საუკეთესო მექულეებში გიორგი შერმადინის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფები. როგორ გგონია, რამდენად რეალურია, რომ გიორგი ნიკოლაძე სუპერლიგის პირველი მექულე გახდება?- მთავარი მაინც გუნდის შედეგია და ბომბარდირობა კი მეორეხარისხოვანია. “მაკაბიში” მთელი თამაში გიორგი შერმადინზეა აწყობილი და აქედან გამომდინარე, რთული იქნება მისი გადასწრება.- იქნებ წლევანდელი სეზონის საუკეთესო ხუთეული დაასახელო.- გიორგი გამყრელიძე, კოტე ტუღუში, იოვან სტეფანოვი, რიჩარდ მათიაშვილი და გიორგი შერმადინი.- კალათბურთში შენი კერპი დაასახელე.- კობი ბრაიანტი და შარუნას იასიკიავიჩუსი.