3×3 საკალათბურთო ფესტივალის მორიგი ტურნირი Bronx-მა მოიგო

3×3 საკალათბურთო ფესტივალის მორიგი ტურნირი Bronx-მა მოიგო

გრძელდება 3×3 საკალათბურთო ფესტივალი Spring2021, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა. წინა კვირაში ფესტივალის ასაკობრივი ტურნირი გაიმართა, ამჯერად ჩატარებულ შეჯიბრში კი ასაკი შეუზღუდავი გახლდათ.

ტურნირს, რომელშიც 12-მა გუნდმა მოიყარა თავი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზომ უმასპინძლა. გუნდები 4 ჯგუფში განაწილდა და ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, პლეი ოფში თითო საუკეთესო გავიდა.

მეოთხედფინალში Bronx-მა Scooby დაძაბულ ბრძოლაში – 12:9 დაამარცხა, ხოლო Palasa- მ გუნდი 45-ს  9:7 სძლია. ძალიან დაძაბული გამოდგა ფინალური მატჩიც, რომელიც Bronx-ის გამარჯვებით –  14:12 დასრულდა. 

ტურნირის გამარჯვებული ბრონქსელები – მიქაელ უგრეხელიძე, გიორგი ფშავლიშვილი, საბა გეგუჩაძე და ირაკლი გლუნჩაძე საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. მეორე ადგილზე გასულ Palasa-ს შესაბამისი პრიზი 3×3 და 5×5 კალათბურთის ფიბა-ს ლიცენზირებულმა არბიტრმა, მიხეილ ვართანოვმა გადასცა.