გრძელდება 3×3 საკალათბურთო ფესტივალი Spring2021, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა. წინა კვირაში ფესტივალის ასაკობრივი ტურნირი გაიმართა, ამჯერად ჩატარებულ შეჯიბრში კი ასაკი შეუზღუდავი გახლდათ.
ტურნირს, რომელშიც 12-მა გუნდმა მოიყარა თავი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზომ უმასპინძლა. გუნდები 4 ჯგუფში განაწილდა და ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, პლეი ოფში თითო საუკეთესო გავიდა.
მეოთხედფინალში Bronx-მა Scooby დაძაბულ ბრძოლაში – 12:9 დაამარცხა, ხოლო Palasa- მ გუნდი 45-ს 9:7 სძლია. ძალიან დაძაბული გამოდგა ფინალური მატჩიც, რომელიც Bronx-ის გამარჯვებით – 14:12 დასრულდა.
ტურნირის გამარჯვებული ბრონქსელები – მიქაელ უგრეხელიძე, გიორგი ფშავლიშვილი, საბა გეგუჩაძე და ირაკლი გლუნჩაძე საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. მეორე ადგილზე გასულ Palasa-ს შესაბამისი პრიზი 3×3 და 5×5 კალათბურთის ფიბა-ს ლიცენზირებულმა არბიტრმა, მიხეილ ვართანოვმა გადასცა.