მწვრთნელთა C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდების მორიგი ეტაპი დასრულდა

მწვრთნელთა C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდების მორიგი ეტაპი დასრულდა

ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა კალათბურთის მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის C კატეგორიის ორდღიანი გამოცდები, რომელშიც 50-მა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელები გამოცდებში სამონაწილეოდ წინასწარი, ონლაინ-რეგისტრაცია გაიარეს, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოცდებს წინ უძღოდა სემინარები, რომელიც ოლიმპიურ სასახლეში 30 ოქტომბერს ჩატარდა. С კატეგორიის ლიცენზია 14 წლამდე მოზარდებში სამუშაოდაა საჭირო და  რაც  პროგრამა დაიწყო, აღნიშნული ლიცენზია მთლიანობაში 400-ამდე მწვრთნელმა მიიღო.

11-12 ნოემბერს ჩატარებულ გამოცდაში მონაწილეებს დაურიგდათ 50 საკითხისგან შემდგარი ფიბა-ს ტესტები, რომლებიც იმ ძირითადი საკალათბურთო კომპონენტებისგან, კომბინაციებისგან და სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდებისგან შედგებოდა. ტესტირების შემდეგ ჩატარდა პრაქტიკული გამოცდები, რომლებიც კალათბურთის მწვრთნელებმა – გელა წულაძემ და მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტრმა – დავით უსტიაშვილმა ჩაიბარეს. გამოცდების პასუხებს მონაწილეები წერილობით, ელექტრონული ფოსტით მიიღებენ. 

მომდევნო ეტაპი იქნება B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები, რომელიც 14-18 წლის ასაკის მოზარდებთან სამუშაოდაა საჭირო. მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამას ხელმძღვანელობს საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირი და მისი მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.