მოთამაშეთა განვითარების ლიგაში პლეი ოფის პირველი საგზური ცხუმ-აფხაზეთმა გაინაღდა

მოთამაშეთა განვითარების ლიგაში პლეი ოფის პირველი საგზური ცხუმ-აფხაზეთმა გაინაღდა

მოთამაშეთა განვითარების ლიგაში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი. ამ ეტაპისთვის პლეი ოფის, ანუ ნახევარფინალის საგზური მხოლოდ ერთ გუნდს – “ცხუმ-აფხაზეთს” აქვს განაღდებული. ზვიად ანთაძის გაწვრთნილი ცხუმელები “ა” ჯგუფს 3-დან 3 მოგებით ლიდერობენ და ბოლო ტურში რომც დამარცხდნენ, ნახევარფინალში გამსვლელ 2 საუკეთესო გუნდში მაინც მოხვდებიან. “ბ” ჯგუფში მეორე საპლეიოფო საგზურისთვის “ტიტები” და “ქუთაისი” იბრძვიან, რომელთა შორისაც 1 მოგებით მეტის მქონე “ტიტებს” უკეთესი შანსები აქვს. ეს გუნდები ბოლო ტურში, 23 აგვისტოს ერთმანეთს ხვდებიან. გასვლის შანსი აქვს “ვერასაც”, რომელიც ლიდერ “ცხუმ-აფხაზეთს” ხვდება, თუმცა მხოლოდ თავის თავზე არაა დამოკიდებული. 

მართალია, “ბ” ჯგუფში “დინამო” 4-დან 4 მოგებით ლიდერობს, თუმცა ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილ გუნდს პლეი ოფის საგზური ჯერ არ გაუნაღდებია. ბოლო ტურში დინამო “მგზავრებს” ხვდება, რომელთანაც 14 ქულით წაგების შემთხვევაში (თუკი ოლიმპი რუსთავს დაამარცხებს) პლეი ოფს მიღმა რჩება.  თუმცა ისიც სათქმელია, რომ ნახევარფინალში გასვლის შანსი ნახსენებ გუნდებთან ერთად “რუსთავსაც” აქვს. ერთი სიტყვით, “ბ” ჯგუფში  მხოლოდ “ბათუმი” და თსუ არიან უშანსოდ – ოლიმპი, დინამო, მგზავრები და რუსთავი კი ბოლო ტურში ერთმანეთში გაარკვევენ 2 საუკეთესოს.

შეგახსენებთ, რომ მოთამაშეთა განვითარების ლიგის ძირითადი მიზანი მოთამაშეებისთვის და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენის და კლუბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობლობაა. ლიგაში მონაწილეობა მოთამაშეებისთვის წინასასეზონო მომზადების, ხოლო მწვრთნელებისთვის და კლუბების ხელმძღვანელობისთვის კალათბურთელებზე დაკვირვების და სელექციის კარგი საშუალებაა.  

გაგაცნობთდღეს გამართული მატჩების შედეგებსა და სტატისტიკურ მაჩვენებლებს:
“ა” ჯგუფი
ვერა – ქუთაისი 79:78
კაკტუსი – ცხუმ-აფხაზეთი 48:99
“ბ” ჯგუფი
დინამო – ბათუმი 100:92
რუსთავი – მგავრები 70:83
თსუ – ოლიმპი 45:67

ჯგუფური ეტაპი 23 აგვისტოს დასრულდება. ბოლო ტურში ეს 5 მატჩი გაიმართება

2020-08-23 11:00 ბათუმი   თსუ ოლიმპიური სასახლე A. თბილისი
2020-08-23 13:00 მგზავრები   დინამო ოლიმპიური სასახლე A. თბილისი
2020-08-23 15:00 ოლიმპი   რუსთავი ოლიმპიური სასახლე A. თბილისი
2020-08-23 17:00 ქუთაისი   ტიტები ოლიმპიური სასახლე A. თბილისი
2020-08-23 19:00 ცხუმ-აფხაზეთი   ვერა ოლიმპიური სასახლე A. თბილისი